ამერიკაში ავტომობილები გამოჩნდა, რომლებიც შუქნიშნებთანაა დაკავშირებული

შაბათი, 10 დეკემბერი, 2016 - 00:01

აშშ-ში ავტომობილები გამოჩნდა, რომლებიც  შუქნიშნებთანაა დაკავშირებული.  ჯერჯერობით კომპანია Audi-ს პროექტი ლას ვეგასსა და ამერიკის რამდენიმე ქალაქში მუშაობს.

ავტომობილებში  გამოყენებულია  V2I ტექნოლოგია, მუნიციპალური საგზაო მოძრაობის მართვის ცენტრები  შუქნიშნების მონაცემებს უგზავნიან პარტნიორ Audi-ს, რომელიც მობილური კავშირით 4G / LTE  მონაცემებს გადასცემს ავტომობილებს. ავტომანქანაში სპეციალურ პანელზე ასახული ციფრები მძღოლს აძლევს საშუალებას, გამოთვალოს დრო უახლოეს შუქნიშნამდე და ზუსტად ეცოდინება, რა დროს დახვდება  წითელი ფერი.

ჯერჯერობით ეს შესაძლებლობები აუდის  A4 და Q7  მოდელებს აქვს.

როგორც აუდის წარმომადგენელი მიქაელ ცვეკი აცხადებს,  ტესტებმა აჩვენა, რომ ამ პროექტმა დროის დაზოგვა და  საწვავის ხარჯის  დაახლოებით 15%-ის შემცირება გამოიწვია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43