ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

ხუთშაბათი, 08 დეკემბერი, 2016 - 12:06

ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 102-მდე გაიზარდა.  როგორც Reuters-ი იტყობინება, ბუნებრივი კატასტროფების მართვის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ბოლო მონაცემებით დაშავებულთა რაოდენობა  700-მდე გაიზარდა, ათასზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ინდონეზიის დასავლეთით, აკეს პროვინციაში გუშინ დილით 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. რომელსაც 100-მდე მიწისქვეშა ბიძგი მოყვა, მათგან 5 აფტერშოკის სიმძლავრე 5 ბალს შეადგენდა.

დაზარალებულ რეგიონში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ.

ექსპერტების ვარაუდით, გუშინდელ მიწისძვრას მსგავსი სახის მაშტაბური ნგრევა და მსხვერპლი უხარისხოდ აგებული შენობების გამო მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო, ვიცე პრეზიდენტ ჯუსუფ კალასთან ერთად, რომელიც ასევე  საერთაშორისო მოძრაობა  წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ხელმძღვანელია ინდონეზიაში, აკეს პროვინციაში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებისა და რეკონსტრუქციის შესამოწმებლად გაემგზავრებიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43