ეროვნულ გალერეაში ლეილა შელიას პერსონალური გამოფენა იხსნება

სამშაბათი, 06 დეკემბერი, 2016 - 11:26

 6 დეკემბერს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ლეილა შელიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლეილა შელიას მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი 80-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.

ლეილა შელია დაიბადა ქალაქ სოხუმში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1982 წლიდან მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში: ბარსელონა, პარიზი, მოსკოვი, ბრიუსელი, ბაქო, ციურიხი, ლონდონი, ამსტერდამი. ლეილა შელიას პერსონალური გამოფენები მოეწყო მრავალ საგამოფენო სივრცეში: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), გალერეა TMS, გალერეა უნივერსი, ბაია გალერეა, გალა გალერეა, გალერეა შარდენი და TBC გალერეა.

2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა მხატვრის ალბომი.

ლეილა შელიას პერსონალური გამოფენა 2017 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44