პროფესიული განათლება გერმანულ მოდელზე გადავა

პარასკევი, 02 დეკემბერი, 2016 - 15:50

ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის საკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირისა და პროფესიული განათლების პროფკავშირის ერთობლივ შეხვერაზე პროფესიული განათლების გერმანულ (დუალურ) მოდელზე გადასვლა განიხილეს.

როგორც მონაწილეებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, გადასვლისათვის საჭირო ეტეპობრივ, მოსამზადებელ პროცესში აუცილებელია სახელმწიფოს ნება და ჩართულობა.

ჟურნალიტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ ჰამლეტ გეგიამ სიტყვით გამოსვლისას დუალური განათლების პოპულარიზაციის საქმეში მედიის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის მხრიდან გამოვლენილი პოზიტიური დამოკიდებულება პროფესიული განათლების განვითარების საკითხებისადმი დადებით როლს შეასრულებს დუალურ მოდელზე გადასვლის პროცესზეც.

შეხვედრაზე მორიგი კონფერენცია დაანონსდა, რომელიც 2016 წლის 9 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში  თემაზე - პროფესიული განათლება ეკონომიკის განივითარებისა და დასაქმების უზრუნველყოფისათვის (პრობლემები და განვითარების პერსპექტივები) - გერმანული დუალური მოდელი გაიმართება,.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ და სიტყვით გამოვლენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სამეცნიერო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43