ქართველ მწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტის შესაძლებლობა მიეცათ

პარასკევი, 02 დეკემბერი, 2016 - 15:45

ეს არის უპრეცედენტო, პირველი გადაწყვეტილება, როდესაც DCFTA-ს ძალაში შესვლის შემდეგ ცხოველური წარმოშობის პროდუქტი პირველად შევა ევროკავშირის ბაზარზე, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ბრიუსელში განაცხადა, სადაც ვაჭრობის კომიტეტმა საქართველოდან ევროკავშირში თაფლის იმპორტის დაშვების შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

„გუშინ გაიმართა ვაჭრობის კომიტეტი, სადაც ევროკავშირის მხარემ გვაცნობა თაფლის ექსპორტთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების შესახებ. ეს არის დიდი წარმატება ჩვენთვის, რადგან საქართველოს მთავრობამ შესარულა ის ღონისძიებებები, რაც საჭირო იყო ამ პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე შეტანისთვის ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გენადი არველაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45