ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არჩევნებისთვის გაყალბებულის სტატუსის მინიჭება საერთაშორისო დონეზე მოხდეს - გიორგი ახვლედიანი

სამშაბათი, 29 ნოემბერი, 2016 - 15:55

გაერთიანებული ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არჩევნების გაყალბების თემაზე სპეციალური დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას არ დაუშვებს, თუმცა პარლამენტში ამ თემის გააქტიურება მათი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა ისაუბრა.

ახვლედიანის განმარტებით, არსებობს საკითხების ჩამონათვალი, რომელსაც საგამოძიებო კომისიამ პასუხი უნდა გასცეს.

„განცხადება, რომელიც 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა გავაკეთეთ, უკავშირდება 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მისი მიზანია, რეალური ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ პირს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ყველამ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს, როცა ვამბობთ, რომ არჩევნები იყო ტოტალურად გაყალბებული. მაგალითად, არჩევნებამდე არ შეცვალეს საარჩევნო სისტემა; არჩევნების დღეს ხდებოდა „კარუსელებით“ მანიპულირება; როგორ არ იყენებდნენ მარკირებას; როგორ ითვლიდნენ ხმებს და იპარავდნენ ბიულეტენებს; როგორ აბათილებდნენ ბიულეტენებს; შემდგომ კი ზემოქმედება სასამართლოზე, რომ არ მომხდარიყო 1 უბნის შედეგების გახსნა და ხელახლა გადათვლა“ -  ეს ის საკითხებია, რომლის გამოძიებასაც 9 პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარი ჯგუფი ითხოვს.

პარლამენტში კი ამ საკითხის გააქტიურებას „პატრიოტთა ალიანსი“ გეგმავს. როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, საპარლამენტო ტრიბუნა სწორედ მათ ხელშია და „პატრიოტებს“ შეუძლიათ საკითხის გააქტიურება.

„ეჭვი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის შექმნას დაუშვებს. უბნები რომ გაეხსნათ, შედეგები რეალურად შეიცვლებოდა. რაც შეეხება სტრასბურგს, ჩვენ – „დემოკრატიულმა მოძრაობამ“- სასამართლოს ყველა ინსტანცია გავიარეთ, დარჩა მხოლოდ ერთადერთი – სტრასბურგი და ამასაც გავაკეთებთ, რომ არჩევნებისთვის გაყალბებულის სტატუსის მინიჭება საერთაშორისო დონეზე მოხდეს“, – აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა „კვირას“ პრესკლუბში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43