მეცნიერები კოლონიზაციისთვის სამ პლანეტას განიხილავენ

სამშაბათი, 29 ნოემბერი, 2016 - 00:07

ამერიკის  აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს წარმომადგენლები მომავალში ადამიანების საცხოვრებლად სამ პლანეტას განიხილავენ.

ნასას მეცნიერები კოლონიზაციისთვის მარსს, პლუტონსა და  ცერერას ასახელებენ.  მიუხედავად იმისა, რომ ახლა მარსის  შესწავლა ინტენსიურად მიმდინარეობს, სხვა ორი ვარიანტიც დღის წესრიგში დადგა.

როგორც  ცნობილია, პლუტონზე  საკმაოდ მძიმე პირობებია. ტემპერატურა, შესაძლოა, ორას ორმოც გრადუსამდე ეცემოდეს, მეცნიერები მიწისქვეშა ნაგებობების შექმნის შესაძლებლობას განიხილავენ. ამავე დროს, მეცნიერები პლუტონს უფრო პერსპექტიულად მიიჩნევენ, ვიდრე მარსს.

ასტეროიდული ტიპის ჯუჯა პლანეტა ცერერას მეცნიერები  ადამიანთა თავშესაფრად  საერთოდ არ განიხილავდნენ, თუმცა ახლა აღმოჩნდა, რომ პლანეტაზე  ბევრი წყალია, რომელიც აუცილებელია სიცოცხლისათვის.

 ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპერტებმა მარსზე სიცოცხლის ახალი კვალი აღმოაჩინეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45