თავდაცვის სამინისტროში ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი იწყება

ორშაბათი, 28 ნოემბერი, 2016 - 14:11

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი იწყება. სემინარი ხვალ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნება. დღეს კი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში კურსის მონაწილეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანეს ჰანსო, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კარელსონი მიესალმნენ. მათ კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ასევე ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.

სემინარი კაჭრეთში ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლებთან ერთად სემინარის მონაწილეები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირები, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები არიან.

კურსის განმავლობაში მონაწილეები თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და ძირითად გამოწვევებზე, საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებსა და საქართველოს ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსა და მიღწევებზე, თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და საერთაშორისო მისიებზე, სამოქალაქო საზოგადოების როლზე ეროვნული უსაფრთხოების ფორმირების პროცესსა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში მედიის როლზე იმსჯელებენ.

სემინარის პარალელურად მონაწილეებს სიმულაციურ კრიზისის სცენარზეც მოუწევთ მუშაობა. სემინარის ფარგლებში მონაწილეები უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში მომუშავე უმაღლესი თანამდებობების პირების, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პრეზენტაციებს მოისმენენ. მომხსენებლებს შორის არიან თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები.

გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია მსმენელებს საქართველოს საერთაშორისო მისიებში კონტრიბუციის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს. საერთაშორისო უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებზე კი, ლექციას ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანეს ჰანსო წაიკითხავს. ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში მედიის როლზე რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის ჟურნალისტი, კობა ლიკლიკაძე ვიდეოკონფერენციის საშუალებით ისაუბრებს.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეხუთედ ტარდება. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებელობის (DIB) სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ტარდება.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.65
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42