კარგად წაიკითხეთ და დარწმუნდებით, რომ საქართველო ჩვენი აღარ არის: ის მაფიას ეკუთვნის! - ცოტნე გამსახურდია

ხუთშაბათი, 24 ნოემბერი, 2016 - 13:37

კარგად წაიკითხეთ და დარწმუნდებით, რომ საქართველო ჩვენი აღარ არის: ის მაფიას ეკუთვნის!

"ალავიძის მინისტრად დანიშვნა ე.წ. “მბრუნავი კარის” ერთ-ერთი მაგალითია, როდესაც ადამიანები, რომლებსაც კერძო ბიზნეს-ინტერესები აქვთ, საჯარო სექტორში საქმდებიან და შესაძლებლობა ეძლევათ თავიანთი ბიზნესის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღონ, თავიანთი კავშირები გამოიყენონ ამ ბიზნესის საკეთილდღეოდ. ანდა პირიქით, როდესაც საჯარო სექტორიდან კერძოში ინაცვლებენ და სარგებელს ნახულობენ იმ გადაწყვეტილებებით, რომლების მიღებაშიც თავად მონაწილეობდნენ. ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ელიტური კორუფციის რისკების და ნიშნების გარდა, ალავიძე არც დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის გამოცდილ მმართველად შეიძლება მივიჩნიოთ. მისი თქმით, ყაზბეგში მიმდინარე ჰესების მშენებლობა ამის ნათელი მაგალითი იყო. “დარიალ ჰესი” არ შეიძლება განვიხილოთ დადებით კონტექსტში, რადგან ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უნდა გაშვებულიყო ექსპლუატაციაში. თუმცა, ღვარცოფის მიერ მისი დაზიანებისა და ადამიანთა დაღუპვის შემდეგ, კომპანიამ აღიარა, რომ ფიზიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური რისკები არ იყო შეფასებული”, - ამბობს მაჭარაშვილი."

ჩვენ ეს ქვეყანა უნდა დავიბრუნოთ! - წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.66
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46