ქაბულის შიიტურ მეჩეთზე თავდასმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა

ორშაბათი, 21 ნოემბერი, 2016 - 15:19

ავღანეთში ქაბულის შიიტურ მეჩეთზე თავდასმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 კი დაშავდა. როგორც TOLO News-ი იტყობინება, აფეთქება ადგილობრივი დროით 12:30 საათზე მოხდა, როდესაც მომლოცველები არბიანისთვის შეიკრიბნენ.

პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, აფეთქება თვითმკვლელი ტერორისტის მიერ იყო მოწყობილი. დაღუპულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, „თალიბანის“ ტერორისტულმა დაჯგუფებამ უკვე განაცხადა, რომ მომხდარ ტერაქტში მონაწილეობა არ მიუღიათ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55