ლიბიაში მაიმუნმა შეიარაღებული დაპირისპირება გამოიწვია

ორშაბათი, 21 ნოემბერი, 2016 - 13:58

ლიბიაში ქალაქ საბჰაში უკვე მეოთხე დღეა ორ მეომარ დაჯგუფებას შორის შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს. დაპირისპირების შედეგად დაღუპულია 16 ადამიანი, ხოლო 50-მდე კი დაშავდა. როგორც Reuters-ი იტყობინება, სისხლისღვრის მიზეზი მაიმუნი გახდა.

ცხოველი, რომელიც კადაფის დაჯგუფების მაღაზიის მფლობელს ეკუთვნოდა, სკოლის მოსწავლეებს თავს დაესხა. მაიმუნმა ერთ-ერთ გოგონას, რომელის ოჯახიც ავლად სულეიმანის კლანში შედის, თავსაბურავი დაუხია. რის გამოც მისმა ნათესავებმა მაიმუნი და მისი მფლობელი ოჯახის სამი წევრი მოკლეს.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ინციდენტის შემდეგ ქალაქში საბრძოლო ტანკების, ნაღმტყორცნებისა და სხვა მძიმე შეიარაღების გამოყენებით ორ კლანს შორის დაპირისპირება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 2010-2011 წლებში არაბულ სამყაროს მოედო საერთო სახალხო მღელვარება რომელსაც არაბული გაზაფხული ეწოდა. ეს მღელვარებები ლიბიაში ფართომაშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა. რომელიც მუამარ კადაფის მკვლელობისა და და მისი რეჟიმის დამხობის შემდეგაც არ დასრულებულა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55