Metallica მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ მეტალ-ბენდად დასახელდა

პარასკევი, 18 ნოემბერი, 2016 - 13:40

გლობალური მომსახურეობის წამყვანმა სერვისმა Spotify-იმ , რომელიც ინტერნეტ სივრცეში მუსიკის ლეგალურად მოსმენის საშუალებას იძლევა, ამერიკული ჯგუფი Metallica მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ მეტალ-ბენდად დაასახელა.

Spotify-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, Metallica-ს ალბომებს 15 მილიონი ადამიანი უსმენს. ჯგუფის ყველაზე პოპულარულ სიმღერად კი „Enter Sandman“ დასახელდა, რომელსაც 108 მილიონი მსმენელი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ Metallica 1981 წელს ლოს-ანჯელესში, ჯეიმზ ჰეტფილდისა და ლარს ულრიხის მიერ  დაარსდა.

მეტალიკას საერთო ჯამში გამოშვებული აქვს ცხრა სტუდიური ალბომი, სამი ცოცხალი ალბომი, ხუთი EP, ოცდაოთხი მუსიკალური ვიდეო და ორმოცდახუთი სინგლი.. ჯგუფმა ცხრაჯერ მიიღო გრემი, ხოლო მათმა ხუთმა ალბომმა ბილბორდ 200-ში პირველი ადგილი დაიკავა, რითაც პირველი ჯგუფი გახდა, რომელმაც ეს მოახერხა. ამ დროისათვის ჯგუფს ჯამში მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.05
  • 3.43
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54