უსუფაშვილმა უნდა დაიწყოს სოლო კარიერა და უნდა გაემიჯნოს უკვე კარგად „გასვრილ“ რესპუბლიკელებს - გიორგი ახვლედიანი

ოთხშაბათი, 16 ნოემბერი, 2016 - 13:21

ბევრი პოლიტიკური პარტია გაიკრიფა პოლიტიკური არენიდან, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა.

ახვლედიანი ახალი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას ეხმაურება და თვლის, რომ ბევრი „დანგრეული“ პარტია ცდილობს ერთი პარტია მაინც შექმნას.

“არჩევნების შემდეგ ეს ეგრეთ წოდებული პროდასავლური პარტიები ჩამოიშალნენ. ზოგი გაიქცა, ზოგი წავიდა სადღაც და ახლა ცდილობენ ბევრი დანგრეული პარტიიდან ერთი მაინც შექმნან, აქ უჩვეულო არაფერია და ეს ბუნებრივიცაა. ეს თემა სერიოზულ განხილვას საჭიროებს, „დემოკრატიული მოძრაობაც“ არ გამორიცხავს იდეოლოგიურად თანხვედრ ძალებთან კონსულტაციებს, თუმცა ამაზე ჯერ საუბარი არ არის, ეს სავარაუდოდ შეიძლება ვიხილოთ 2917 წლის გაზაფხულიდან და პროცესები თავად გვიკარნახებენ თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ,” – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

გიორგი ახვლედიანი დავით უსუფაშვილზეც საუბრობს და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს „რესპუბლიკელებისგან“ მკაფიო გამიჯვნას ურჩევს.

“უსუფაშვილმა უნდა დაიწყოს სოლო კარიერა, ვიდრე მას აქვს შერჩენილი პარლამენტის თავმჯდომარის იმიჯი, იგი უნდა გაემიჯნოს უკვე კარგად „გასვრილ“ რესპუბლიკელებს და ან დამოუკიდებლად ან სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად განაგრძოს პოლიტიკური კარიერა,“-განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი