ჩატარებული არჩევნები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ არ ვაღიაროთ არჩევნები - მანანა ნაჭყებია

ოთხშაბათი, 16 ნოემბერი, 2016 - 11:52

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შევიკრიბებით, რათა ვისაუბროთ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განაცხადა.

ნაჭყებია თვლის, რომ საარჩევნო სისტემა შესაცვლელია, ის, კონკრეტულად, მაჟორიტარულ სისტემაზე ამახვილებს ყურადღებას და მიაჩნია, რომ არის იმის რესურსი, ხელისუფლებამ აღნიშნულ საკითხში ცვლილებები შეიტანოს.

მანანა ნაჭყებია ერთნაირი პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე პარტიების გაერთიანებაზეც საუბრობს.

„საარჩევნო სისტემა, რომ შესაცვლელია, ეს ყველამ იცის, ამ ეტაპზე არის იმის შანსი, რომ ხელისუფლება წამოვიდეს სისტემის შეცვლის განხილვის მოლაპარაკებაზე. ჩვენ, ოპოზიციური ძალები შევიკრიბებით, ისეთი ოპოზიციური ძალები, ვისაც ერთნაირი იდეოლოგია გაგვაჩნია. ესენი არ იქნებიან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ზოგი პარტია აპირებს, რომ განცხადება გააკეთოს არჩევნებზე და აღნიშნოს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, თუმცა ჩვენ ამას არ ვიზიარებთ, რადგან, ჯერ ერთი, ეს არაფერს მოგვცემს და მეორეც, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა არჩევნების შედეგები, ამიტომ ჩატარებული არჩევნები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ არ ვაღიაროთ,“-განაცხადა მანანა ნაჭყებიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5