ტერაქტი პაკისტანში - დაღუპულია ათობით ადამიანი

, 13 ნოემბერი, 2016 - 11:39

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში, აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაშავდა. როგორც ТАСС-ი იუწყება, აფეთქება შაჰ ნურანის მავზოლეუმში რელიგიური რიტუალის დროს მოხდა. გარდაცვლილებს შორის არიან ქალები და ბავშვებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა  „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო.

პაკისტანში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ფაქტის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვალებულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.“ - ნათქვამია ბრუსელში ევროკავშირის მიერ გაკეტებულ ოფიციალურ განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54