ამერიკელი პროფესორი, რომელმაც ტრამპის გაპრეზიდენტება გამოთვალა, უახლოეს მომავალში მის იმპიჩმენტს წინასწარმეტყველებს

შაბათი, 12 ნოემბერი, 2016 - 18:43

ამერიკელი პროფესორი, რომელმაც დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება გამოთვალა, ახლადარჩეულ პრეზიდენტს უახლოეს მომავალში იმპიჩმენტს უწინასწარმეტყველებს, - იუწყება The Washingtion Post.-ი

გამოცემის ცნობით, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი და ისტორიის სპეციალისტი ალან ლიხტმანი ვარაუდობს, რომ მილიარდერი აუცილებლად ჩაიდენს რაღაც ისეთს, რაც საფრთხეს შეუქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას ან კიდევ, მისი საფულის სისქეზე აისახება.

მისი თქმით, კონგრესის წევრებს რესპუბლიკური პარტიიდან, ტრამპის ნაცვლად, სახელმწიფოს მეთაურად  მაიკ პენსი ურჩევნიათ, საამისო მიზეზს კი ტრამპი ნამდვილად მისცემს.

"მე კიდევ ერთ პროგნოზს გავაკეთებ, თუმცა, ეს არ ეფუძნება გამოთვლის  სისტემას, ეს მხოლოდ ჩემი წინათგრძნობაა, კონგრესის წევრებს რესპუბლიკური პარტიიდან ნამდვილად არ უნდათ ტრამპი პრეზიდენტად, მისი გაკონტროლება შეუძლებელია, არის არაპროგნოზირებადი. რესპუბლიკელებს მის ადგილას ნამდვილად უნდათ მაიკ  პენსი, რომელიც არის  თანმიმდევრული და  კონსერვატიული რესპუბლიკელი, რომლის გაკონტროლებაც შესაძლებელია", - აცხადებს ამერიკელი პროფესორი.

ალან ლიხტმანი დარწმუნებულია, რომ  ტრამპი იმპიჩმენტის საფუძვლის მიცემას ნამდვილად მოახერხებს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.57
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.37
  • 1.51