აშშ-საქართველოს ურთიერთობებსა და პარტნიორობაში კარდინალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ - ლევან კალანდაძე

პარასკევი, 11 ნოემბერი, 2016 - 13:21

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არის თავად სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები და არა რომელიმე ცალკე აღებული პარტია, ან თუნდაც პოლიტიკური ლიდერი, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ განაცხადა.

კალანდაძე თვლის, რომ ტრამპის გაპრეზიდენტება ამერიკის საგარეო პოლიტიკურ კურსს საქართველოსთან მიმართებაში არ შეცვლის. ეკონომისტი საკუთარის გასამყარებლად რამდენიმე არგუმენტს ასახელებს.

“შეერთებული შტატების პოლიტიკა სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში ამით არ იცვლება. მიუხედავად ამისა, ბუნებრივია მოსალოდნელია რიგი ცვლილებები საერთაშორისო ურთიერთობებში და ამ შესაძლო ცვლილებებს საქართველო მომზადებული უნდა შეხვდეს. მათ შორის: პირველ რიგში, ეს, სავარაუდოდ, აშშ-რუსეთის ურთიერთობების ახალი ფორმატი გახდება. დიდი ალბათობით, წარსულში აშშ-ს მიერ დაანონსებული ე.წ. გადატვირთვა რუსეთთან მიმართებაში არ მოხდება. სავარაუდოა რუსეთისთვის გამოცხადებული ეკონომიკური სანქციები და პრესინგ-პოლიტიკა გადახედვას, ან გარკვეულ კორექტირებას დაექვემდებაროს. ბუნებრივია, აშშ-რუსული ურთიერთობების მოსალოდნელი ახალი ფორმატი, გარკვეული თვალსაზრისით, გამოწვევა იქნება საქართველოსთვის. თუმცა ძირითადი პოლიტიკური კურსი და პარტნიორობა არ შეიცვლება,“-განაცხადა ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი