მესამე მსოფლიო ომი ნატოს ჯარებსა და რუსეთს შორის მხოლოდ რამდენიმე წუთი გაგრძელდება

ხუთშაბათი, 10 ნოემბერი, 2016 - 18:21

მესამე მსოფლიო ომი სწრაფად დასრულდება, - წერს  Inquisitr-ი  აშშ-ის  შეიარაღებული ძალების ექსპერტებზე დაყრდნობით. როგორც გამოცემის ავტორი წერს,  რუსეთთან ან  ჩინეთთან  კონფლიქტი რამდენიმე წუთში დასრულდება. თუ მესამე მსოფლიო ომი გაჩაღდება, შემუშავებულია რამდენიმე სცენარი, მათ შორის არ არის გამორიცხული ბირთვული იარაღი.

როგორც სტატიის  ავტორი აღნიშნავს, სამომავლოდ მასშტაბურ კონფლიქტში გადამწყვეტი როლი მიეკუთვნება მაღალ ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტს.

უბრალოდ, ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ, ჩვეულებრივი შეიარაღებული დაპირისპირება როგორ შეიძლება გადაიზარდოს იმ ომში, სადაც ბირთვული იარაღი იქნება გამოყენებული და ეს ომი დიდხანს არ გასტანს, - აცხადებს ავტორი და აღნიშნავს, რომ ამერიკელი ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ კონფლიქტი ნატოს ჯარებსა და  რუსეთსა ან ჩინეთს შორის მხოლოდ რამდენიმე წუთის ამბავია.

 ვაშინგტონში ამერიკის შეიარაღებული ძალების ასოციაციის  კონფერენციაზე აღინიშნა, რომ მომავალში ძლიერ სახელმწიფოებს შორის ფართომასშტაბიანი ომი გარდაუვალია, როგორც ითქვა, "თითქმის გარანტირებულია". ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით, დაეყრდნობიან  ხელოვნურ ინტელექტს და "ჭკვიან" სამხედრო ტექნიკას, რა დროსაც ბირთვული იარაღის გარეშეც ყველაფერი  წუთებში მოგვარდება.

ამერიკის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორ უილიამ ჰიკსის განცხადებით, უახლოეს მომავალში კონფლიქტებში ისეთი იარაღი გამოიყენება, რომელიც იქნება დიდი მსხვერპლის მომტანი და სწრაფი, და  არ იქნება წამზომი ღილაკით "სდექ".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43