მთავრობაში ძირეული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის - გიგა ბუკია

ხუთშაბათი, 10 ნოემბერი, 2016 - 12:14

მე ვიცი, რომ პრემიერი კვირიკაშვილი დაიკავებს იმ ადგილს, რომელიც დღემდე ეკავა, დანარჩენი პრემიერის გადასაწყვეტია, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის წევრმა „კონსერვატორმა“ გიგა ბუკიამ განაცხადა.

ბუკიას ინფორმაციით, მთავრობაში სერიოზული საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

“მე ვიცი, ის, რომ პრემიერი დაუბრუნდება თავის ადგილს, დანარჩენი, რა და როგორ გადაწყდება, ყველაფერი მისი პრეროგატივაა. მე ვიცი, რომ რაიმე ძირეული ცვლილებები მთავრობაში არ არის მოსალოდნელი. ის სამინისტროები, რომლებიც ეფექტურად მუშაობდნენ, ისევ გააგრძელებენ მუშაობას. ასევე ვიცი, რომ კალაძეს აქვს სურვილი მთავრობაში გადანაცვლების, თუმცა ყველაფერი გუნდური შეთანხმების შემდეგ იქნება გადაწყვეტილი“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.

ბუკიამ საარჩევნო სისტემაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ის სისტემა, რომელსაც მათ „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობდა, ეფექტიანი არ იქნებოდა.

„დღეს სისტემის ცვლილებას ისევ ითხოვენ ის პარტიები, რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი და რაც არ უნდა ცვლილება ყოფილიყო, ისინი ვერ გადალახავდნენ ბარიერს. თუ ჩვენ იმ სისტემას მივიღებდით, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობდა 2016 წლის არჩევნების დროს, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ 60-მდე დეპუტატით იქნებოდა წარმოდგენილი, ხოლო ის პარტიები, რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი, ისევ იქნებოდნენ პარლამენტს გარეთ, მოსახლეობისთვის კი არ მგონია, მისაღები ყოფილიყო 60 კაცით „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენა პარლამენტში“, – განაცხადა გიგა ბუკიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. თუმცა გიგა ბუკია იმასაც აღნიშნავს, რომ სისტემის ცვლილებაზე კონსულტაციები გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41