მოსწავლის ძველი სამგზავრო ბარათების მოქმედება 20 ნოემბერს შეწყდება

სამშაბათი, 01 ნოემბერი, 2016 - 16:45

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში რეგისტრირებული მოსწავლეების საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობის ძველი ბარათების მოქმედება 20 ნოემბერს შეწყდება.

თბილისის მერიასა და „საქართველოს ბანკს" შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსწავლეთა უფასო მგზავრობის ახალი, იდენტიფიცირებული 53 ათასი უფასო სამგზავრო ბარათი გაიცა.

მოსწავლის მშობელმა ან უფლებამოსილმა პირმა ახალი სამგზავრო ბარათის ასაღებად უნდა მიმართოს თბილისში „საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრებს (გარდა „ექსპრეს-ბანკის“ ფილიალებისა).

მოსწავლეებს ავტობუსით, მეტროთი და საბაგირო გზით უფასო მგზავრობის გარდა, ბარათზე თანხის ჩატვირთვის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ ბარათი გამოიყენონ სკოლის სასადილოში. გარდა ამისა, ბარათის მფლობელი შეღავთიანი ფასით ისარგებლებს სავაჭრო ცენტრებში, მათ შორის, წიგნის მაღაზიებში, ასევე:

მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაერთოს „საქართველოს ბანკის“ sCool Card-ის სკოლის სპეციალურ ტრენინგებში;

დააგროვოს sCool-ები მაღაზიებში გადახდისას. დაგროვილი ქულები კი, სასურველ ნივთებში გადაცვალოს.

სულ, თბილისის მერია, 26 კატეგორიის 600 ათასამდე მოქალაქისთვის გასცემს მეტროთი და ავტო-ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობით სარგებლობის პლასტიკურ ბარათებს, რაც მომავალშიც იგევე რეჟიმში გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45