ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

პარასკევი, 28 ოქტომბერი, 2016 - 16:11

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარტსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გორის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ. 12,4 -კმ. 22,5) რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული მონაკვეთის პროექტირება-მშენებლობა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პარალელურ რეჟიმში განხორციელდება.

სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 7,728,552.96 ლარია. პროექტის განხორციელების პერიოდი 12 თვეა.

სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა 25 ნოემბერს იწურება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45