შალვა ნათელაშვილი ჰააგაში ივანიშვილის წინააღმდეგ გაგზავნილი სარჩელის ტექსტს ავრცელებს

ორშაბათი, 24 ოქტომბერი, 2016 - 16:16

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჰააგაში გაგზავნილი სარჩელის ტექტს ავრცელებს. 

"მოგმართავთ საქართველოს დე-ფაქტო მმართველის, რუსი ოლიგარქის მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით. მომართვა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში გამოწვეულია იმით, რომ ბიძინა ივანიშვილი ტოტალურად, კრიმინალური კონსპირაციის მეთოდებით სრულად აკონტროლებს და მართავს როგორც ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებას, ასევე მთავრობას, პარლამენტს, მმართველ პარტიას და ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, რის გამოც მას გააჩნია სრული ხელშეუხებლობა და დაუსჯელობის გარანტია ნებისმიერ დანაშაულზე.

1.ბიძინა ივანიშვილმა 1993-1998 წლებში მოახდინა რუსული წარმოების იარაღის მიწოდება 790 მილიონი დოლარის ოდენობით ანგოლაში. სადაც მაშინ მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი და აკრძალული იყო იარაღის შეტანა. ამ ჩამონათვალში შედიოდა ტანკები, თვითმფრინავები, არტილერია და სხვა.  აღნიშნულ საქმეზე შემდგომში დაპატიმრებული იქნენ პიერ ფალკონე არკადი გაიდამაკი, საფრანგეთის ექსპრეზიდენტის შვილი მიტერანი და სხვები.

ივანიშვილის მიმართ დღემდე გამოძიებას არ მიუღია გადაწყვეტილება, რადგან იგი გახდა ამ ქვეყნის მოქალაქე და სიმდიდრის გადასახადს იხდის საფრანგეთის ბიუჯეტში, რაც გვაფიქრებინებს, რომ ადგილი აქვს გარიგებას კონკრეტულ ფრანგულ სტრუქტურებსა და ივანიშვილს შორის, რომელიც იყო მთავარი მომწოდებელი ამ იარაღის.

2. ბიძინა ივანიშვილი გახდა რა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება და 2013 წლის 7 ოქტომბერს ხელი მოაწერა საქართველოში ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის ძეგლის, საყრდრისისათვის არქეოლოგიური ზონის გაუქმების განკარგულებას, რის შემდეგაც ეს ტერიტორია გაანადგურა აფეთქებების გზით, მოსპო კულტურის ძეგლები, ეკოლოგიურად გაანადგურა ტერიტორია, საფრთხე შეუქმნა იქ მცხოვრებ ათასობით ადამიანის ჯანმრთელობასა და დაიწყო საკუთარი ბიზნესი - ოქროს მადანის მოპოვება, რასაც აგრძელებს დღემდე. შესაბამისად, მან მეორედ ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ. ეს ორივე დანაშაული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სტატუტის თანახმად ექვემდებარება თქვენს იურისდიქციას, რის გამოც გთხოვთ გვაცნობოთ იმ პროცედურების შესახებ, რაც აუცილებელია საქმეზე გამოძიების დასაწყებად"

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44