საპარტნიორო ფონდმა რომანოვების სასახლის რესტავრაციის პროექტი „ბორჯომ ლიკანის ინტერნეიშენალის“ აქციონერებს გააცნო

ხუთშაბათი, 13 ოქტომბერი, 2016 - 12:39

სასტუმრო „რიქსოს ბორჯომში“ „ბორჯომ ლიკანი ინტერნეიშენალის“ აქციონერთა საერთო კრება გაიმართა. აქციონერთა კრებაზე მონაწილე მხარეებმა „ბორჯომ ლიკანი ინტერნეიშენალის“ წესდებაში შესატან ცვლილებებზე, სასტუმრო „რიქსოს ბორჯომის“ გენერალური მენეჯერის პოზიციაზე Rixos-ის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებზე და რომანოვების სასახლის რესტავრაციის პროექტზე იმსჯელეს.

„ბორჯომ ლიკანი ინტერნეიშენალის“ აქციონერთა კრებას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოში ვიზიტით მყოფი ყაზახური კომპანია „ყაზმუნაიგაზ-სერვისის“ ხელმძღვანელი პირები და „რიქსოს ბორჯომის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ყაზახ პარტნიორებს რომანოვების სასახლის რესტავრაციის პროექტის დეტალები გააცნო.

ბორჯომ-ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლის, ყოფილი სამთავრობო რეზიდენციისა და 7 ჰა მიწის ფართზე არსებული პარკის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით საპარტნიორო ფონდი აფინანსებს. პროექტზე დარგის სპეციალისტები მუშაობენ. რომანოვების სასახლის რესტავრაციის შემდეგ დაცული იქნება ობიექტის ძეგლის სტატუსი და შენარჩუნდება მისი ავთენტურობა. სასახლეში მოეწყობა მუზეუმი, სადაც განთავსდება კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მქონე რესტავრირებული ნივთები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და კულტურული ფასეულობები.

„რომანოვების სასახლე საქართველოში უცხოელი ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდება, რაც სასტუმრო კომპლექს „რიქსოს ბორჯომის“ საერთშორისო მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზდის“.-აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.

სასტუმრო კომპლექსი „რიქსოს ბორჯომი“ საპარტნიორო ფონდის და ყაზახური კომპანია „ყაზმუნაიგაზის" ერთობლივი ინვესტიციით აშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მლნ აშშ დოლარია. ხუთვარსკვლავიანი, უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსი ლიკანში, ე.წ. IV-ე სამმართველოს სახელით ცნობილ ტერიტორიაზე მდებარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45