რომის პაპის ჩამოსვლით რწმენა არასდროს შემერყევა - დეკანოზი პეტრე კოლხი

ოთხშაბათი, 28 სექტემბერი, 2016 - 18:26

მაქსიმალურად თავს ვიკავებ მკვეთრი განცხადებებისგან, მაქსიმალურად თავს ვიკავებ კრიტიკისგან, განსჯისგან, მაგრამ ბოლომდე უთქმელობაც ძალიან მაწუხებს. ნებისმიერი სულიერი ლიდერის ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში არ შეიძლება იყოს იმაზე მეტად საფრთხის შემცველი, ვიდრე ჩვენი რელიგიური უკულტურობა და დამღუპველი ფანატიზმი. რომის პაპის ჩამოსვლით რწმენა არასდროს შემერყევა. თუ რყევები განვიცადე, მისი ბრალი არა, ჩემი მცირედმორწმუნეობის ბრალი ყოფილა. ამ ქვეყანაში, სადაც რელიგიური მოზაიკა მრავალფეროვანია, ყველას აქვს უფლება, შეხვდეს და ესაუბროს მათ სულიერ ლიდერს. თუ ვინმე იმას თვლის, რომ მესას მაეთლმადიდებლებიც დაესწრებიან, არც ეს იქნება მრევლის ბრალი. პირიქით, ჩვენი სიბნელის, უსიყვარულობის, აგრესიის და კაცთმოძულეობის ბრალი იქნება, რის გამოც ადამიანთა სულებს ვკარგავთ დღითი დღე... მეამაყება ქართველი კათოლიკეები, რომლებიც ყოველთვის ღირსეულად იდგნენ ეროვნული კულტურის და ისტორიის სადარაჯოზე... ვრჩები მართლმადიდებლად და ვულოცავ კათოლიკეებს მათი სულიერი მამის ჩამობრძანებას-წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი პეტრე კოლხი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5