ავტოსაგზაო შემთხვევებით დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი 11%-ით გაზრდილია

პარასკევი, 23 სექტემბერი, 2016 - 12:34

 2016 წლის 7 თვის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა საგზაო შემთხვევების რაოდენობა, რაც პრობლემის მზარდ ტენდენციაზე მიანიშნებს. ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს.

ასოციაციის წევრის, ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, დაღუპულების მაჩვენებელი დედაქალაქში 11%-ით არის გაზრდილი.

“განსაკუთრებით შეინიშნება დედაქალაქში დაშავებულებისა და დაღუპულების ზრდა, კერძოდ, 11 %-ით გაზრდილია შემთხვევები, 6 %-ით დაღუპულობა და 10%-ით დაშავებულობა. იმის ფონზე,რომ პრევენციული ზომები არ ტარდება, ავტოავარიების მზარდი ტენდენცია შენარჩუნებულია“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ასოციაციის წარმომადგენლების განმარტებით, კანონპროექტი, რომელიც უსაფრთხოების პრევენციისთვის იყო ინიცირებული, ამ ეტაპზე შეჩერებულია.

„კანონპროექტი საგზაო მოძრაობის შესახებ, რომლიც 10 თვის წინ იყო ინიცირებული და რომელშიც შედის ისეთი მნიშვნელოვანი მუხლები, როგორიცაა ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება, შეჩერებულია და კანონმდებლების მიერ წინასაარჩევნოდ პრიორიტეტულ საკითხადაა მიჩნეული. არადა ეს ცვლილება 25%-ით მაინც შეამცირებდა საგზაო შემთხვევებს ჩვენს გზებზე“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა .

ასოციაციის წევრები პოლიტიკოსებს უსაფრთხოების პრევენციისთვის შესაბამისი კანონპროექტის ამოქმედებისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45