სოფო კილაძე მიმართვას ავრცელებს

სამშაბათი, 20 სექტემბერი, 2016 - 19:53

პარტია ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფო კილაძე  ლალი მოროშკინას ბრალდებებზე, თავისი შტაბის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს.

,,ბოლო პერიოდში ხშირად მესმოდა ოპონენტის მიერ, ჩემი მისამართით გავრცელებული არაერთი ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაცია, მაგრამ არასდროს ჩამითვლია საჭიროდ მეპასუხა იმ უსაფუძვლო და პროვოკაციულ განცხადებებზე, რომლებიც წინასაარჩევნოდ იაფფასიან პიარ კამპანიას ემსახურებოდა. ლალი მოროშკინა ამ გზებით ცდილობს საკუთარი კანდიდატურის დაბალი რეიტინგი და დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა მსგავსი მეთოდებით აიმაღლოს. თუმცა, დღევანდელი შემთხვევა იმ გამონაკლისს წარმოადგენს, რომლის უპასუხოდ დატოვება, ამ შემთხვევაში, მართებულად არ მივიჩნიე, ვინაიდან საქმე ახალგაზრდის ჯანმრთელობასა და მასზე ძალადობას ეხება. ოპონენტი ცდილობს საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს, რაც ჩემთვის მიუღებელია. არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა კი როგორც ჩემთვის ასევე საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მოვუწოდებ, სამართალდამცავ ორგანოებს, რაც შეიძლება დროულად გამოიძიონ აღნიშნული საქმე და კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღონ. აქვე, მინდა აღვნიშნო და ოპონენტებს შევახსენო, რომ მმართველი პარტია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ არის სწორედ ის ძალა, რომლემაც შექმნა ისეთი წინასაარჩევნო მოცემულობა და გარემო, სადაც თითოეულ პარტიას და მის მაჟორიტარობის კანდიდატს, საშუალება აქვს ამომრჩეველს შესთავაზოს საკუთარი პროგრამა და ხედვები, ყოველგვარი შეზღუდვისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე", - ნათქვამია მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45