ირაკლი კობახიძე პარტიებს პოლიტიკური პასუხიმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს და მემორანდუმს სთავაზობს

ხუთშაბათი, 15 სექტემბერი, 2016 - 19:34

კონტრაქციების გამართვა და სხვა სუბიექტისთვის აგიტაციაში ხელის შეშლა არის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის მიუღებელი ფორმა, კონტრაქციები არის პროვოკაციების მოწყობის, მათ შორის, ძალადობის პროვოცირების ყველაზე საშიში ინსტრუმენტი, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„გვსურს, ერთხელ კიდევ გამოვხატოთ ჩვენი მკაფიო პოზიცია საარჩევნო პროცესში კონტრაქციების გამართვასთან დაკავშირებით, რაზეც გუშინ გააკეთა შესაბამისი განცხადება ჩვენმა ლიდერმა, გიორგი კვირიკაშვილმა. ერთხელ კიდევ ვაცხადებთ, რომ კონტრაქციების გამართვა და სხვა სუბიექტისთვის აგიტაციაში ხელის შეშლა ჩვენთვის არის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის მიუღებელი ფორმა. კონტრაქციები არის პროვოკაციების მოწყობის, მათ შორის, ძალადობის პროვოცირების ყველაზე საშიში ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, პარტიების მხრიდან კონტრაქციებზე უარის თქმით, მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი პროვოკაციების მოწყობისა და ძალადობის პროვოცირების რისკი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესში აგიტაციის მხოლოდ კორექტული ფორმების გამოყენებაზე. „ამასთან, უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში ჩვენ არაერთგზის მოვითხოვეთ პოლიტიკური პარტიებისგან ანალოგიური პოზიციის დაფიქსირება. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო პარტია, რომელმაც უარი თქვა, აეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონტრაქციების არგამართვაზე. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ პარტიის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა კიდეც კონტრაქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. პროვოკაციების მოწყობისა და განსაკუთრებით, ძალადობის პროვოცირების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონტრაქციების არგამართვაზე. ამ მიზნით, ვთავაზობთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, შეუერთდნენ შესაბამის მემორანდუმს, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების ჩატარება კორექტულ და მშვიდობიან გარემოში. მემორანდუმის ტექსტი ჩვენ შეგვიძლია დავუგზავნოთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და მზად ვართ დავიწყოთ აქტიური კონსულტაციები ტექსტთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, იმედი გვაქვს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი შეურთდება ამ მემორანდუმს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46