რუსეთის გენშტაბი მთავარ საფრთხედ ვაშინგტონის ანტირუსულ პოლიტიკას მიიჩნევს, რომელიც შეიძლება დიდი ომით დასრულდეს

პარასკევი, 09 სექტემბერი, 2016 - 00:07

რუსეთის გენერალური შტაბი მთავარ საფრთხედ ვაშინგტონის  ანტირუსულ პოლიტიკას მიიჩნევს, რომელიც შეიძლება დიდი ომით დასრულდეს. აღნიშნული განცხადება სამხედრო აკადემიის მიერ გამართულ მრგვალ მაგიდაზე გაკეთდა, რომელიც რუსეთის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს მიეძღვნა.

"ჩვენ არ უნდა ვთქვათ, რომ არ იქნება დიდი ომი.  მხოლოდ ძლიერ არმიას შეუძლია შეაჩეროს ნებისმიერი მტრის აგრესია", - განაცხადა რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა სერგეი კურალენკომ, რომელიც .სირიაში მეომარ მხარეებს შორის შერიგების  საკოორდინაციო ცენტრს ხელმძღვანელობდა.

დიდი ომის შესაძლებლობის მიზეზად რუსმა გენერალ-ლეიტენანტმა აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის მით რომნის სიტყვები დაასახელა.

"მინდა შეგახსენოთ, რომ  2012 წელს,  აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა  მით რომნიმ განაცხადა, რომ " ჩვენი მიზანი - რუსეთია. რუსეთი საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. ჩვენი ამოცანაა  რუსეთი შიგნიდან განადგურდეს, ამ ქვეყანაში შევიტანოთ  დაბნეულობა და  საზოგადოების გაყოფა.  თუ მთელი რიგი ზემოაღნიშნული ღონისძიებები არ იმუშავებს,  ჩვენ აღარ გვექნება არჩევანი, გარდა სწრაფი და ძლევამოსილი ომისა ამ ქვეყანაში", - განაცხადა სერგეი კურალენკომ.

BBC-ის ინფორმაცით, ტექსტი, რომელსაც რუსი სამხედრო მით რომნის მიაწერს, ინგლისურ ენაზე არ იძებნება.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44