პალიასტომის ტბაზე თევზების სიკვდილიანობა ასფიქსიამ გამოიწვია

ხუთშაბათი, 08 სექტემბერი, 2016 - 17:56

კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბაზე  თევზების ( უმეტესად კარასის სახეობის) სიკვდილიანობა დაფიქსირდა, რაც სავარაუდოდ ასფიქსიის მოვლენით არის გამოწვეული.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პაატა ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ტერიტორია შეისწავლეს  გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის  სპეციალისტთა ჯგუფმა. კერძოდ,  მოხდა თევზის შეგროვება, ტბის 6 წერტილში აღებულ იქნა წყლის სინჯები, შემდგომი გამოკვლევის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ თევზების ასფიქსია ( ჟანგბადის ნაკლებობა)  ზოგადად  დამახასიათებელია პალიასტომის ტბისთვის, ზაფხულის ბოლოსა და ადრე შემოდგომაზე.

საგულისხმოა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს პალიასტომის ეკოლოგიური ბალანსის აღდგენის რეკომენდაციები შემუშავებული აქვს, რაც ეტაპობრივად მსგავს შემთხვევებს შეამცირებს. ამჟამად მიმდინარეობს მოპოვებული მასალის ლაბორატორიული დამუშავება გარემოს ეროვნული სააგენტოში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46