კარდენახს მგლის ხროვა შეესია

ოთხშაბათი, 07 სექტემბერი, 2016 - 15:17

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახს მგლის ხროვა შეესია და ადგილობრი ფერმერის ცხვრის ფარა თითქმის სრულად გაანადგურა.

ტელეკომპანია გურჯაანის ინფორმაციით, მტაცებელი ცხოველები ცხვრის ფარას  თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც პატრონს საბალახოდ ჰყავდა გაყვანილი. გავრცელებული ცნობით, ფერმერი თავდასხმას შემთხვევით გადაურჩა.

დაზარალებულის განცხადებით, მან 10 ათასი ლარის ზარალი მიიღო და დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.

სოფელ კარდენახის მაცხოვრებლების თქმით, მსგავსი შემთხვევა პირველი არ ყოფილა და პრევენციული ზომების გატარებას ითხოვენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ შემთხვევას გამოეხმაურა და მოსახელობას პრევენციული ზომების გატარებას დაჰპირდა. მათივე თქმით, აღნიშნულ ზარალის ანაზღაურება ვერ მოხერხება, რადგან ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა მსგავსი შემთხვევებისთვის არ არის გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44