ხელისუფლებისგან მოტყუებულ მოსახლეობასთან დაკავშირებით ზაზა ხატიაშვილი განცხადებას ავრცელებს

სამშაბათი, 06 სექტემბერი, 2016 - 12:14

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

"მესტიის რაიონის სოფელ მულახის მოსახლეობის კანონიერ მოთხოვნებთან მიმართებაში დღეს, 2016 წლის 06 სექტემბერს, დილით ხელისუფლების პირველი პირების მიერ რამოდენიმეჯერ მოტყუებულმა მესტიის რაიონის სოფელ მულახის მოსახლეობამ, სამთო-სათხილამურო კურორტ ,,თეთნულდის” მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დაიწყო.

ხელისუფლების პირველი პირების დაპირების და მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე სოფელ მულახის მაცხოვრებლებს,2016 წლის 2 სექტემბრამდე საუკუნეების განმავლობაში, მათ მფლობელობაში არსებული მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთები საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ. საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ოთხი თვის განმავლობაში მულახის მოსახლეობასთან 6 შეხვედრის პირობებში მოამზადა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი. ხელისუფლების დაპირების თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია უნდა დამთავრებულიყო 2 სექტემბრამდე, რაც არ განხორციელდა.

ხელისუფლებისგან მოტყუებულმა მოსახლეობამ დაიწყო საპროტესტო აქცია და მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მიმდინარე სამთო- სათხილამურო კურორტ ,,თეთნულდის” სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა. სოფელ მულახის მოსახლეობამ ადვოკატთა ასოციაციას რამოდენიმეჯერ მოგვმართა დახმარებისთვის.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს მიმაჩნია, რომ სოფელ მულახის მოსახლეობის მოთხვნა არის სამართლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მულახის მოსახლეობას საკუთრებაში დაურეგისტრიროს მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები. მივმართავ საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსს, დაინტერესდნენ მულახის მოსახლეობის გასაჭირით, ვინაიდან სადაო მიწის ნაკვეთები წარმოადგნეს მათი არსებობის ერთადერთ საშუალებას", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46