იზორიას უპასუხისმგებლობა კი უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადის - თინათინ ხიდაშელი

ოთხშაბათი, 31 აგვისტო, 2016 - 22:53

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ახლანდელი თავდაცვის მინისტრის ჯართან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს პასუხობს. 

"ჯერ ჯარი მასობრივი დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულო, დღეს თქვა, ინსტურქტორები არ გვყავსო. აქვე გენშტაბის უფროსის კომენტარიც, სადაც ის ადასტურებს, რომ ინსტრუქტორებს შესაბამისი სერთიფიკატები აქვთ. დანარჩენი თავად განსაჯეთ", - აცხადებს ხიდაშელი, 

ხიდაშელის განცხადებით, წვრთნები  2011 წელს დაიგეგმა. ბატონი იზორიას უპასუხისმგებლობა კი უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადის.

"მე ვთქვი, რომ მაქსიმალურად შევეცდები მასზე, როგორც თავდაცვის მინისტრზე არ ვისაუბრო, იმიტომ რომ ჩემთვის ჯარის პრესტიჟი ყველაზე მთავარია, მაგრამ როცა უწყებაში მოდის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველდღიურად ყველაფერს აკეთებს ჯარის დისკრედიტაციისთვის, ამაზე, რა თქმა უნდა, ვერ გავჩერდები. მისი ყველა განცხადება, რომელიც ამ საქმეს ეხებოდა, მიმართული იყო ჯარის დისკრედიტაციისკენ. თავდაცვის მინისტრს არავითარი უფლება არ აქვს ილაპარაკოს იმ საქმის შესახებ, რომელზეც გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა და ისეთი განცხადებები აკეთოს, რომლებიც გვესმის.

პირველი - მან თქვა, რომ მასობრივი დანაშაული იყო ჩადენილი. ფაქტობრივად, სრულიად შეიარაღებულ ძალებს დასდო ბრალი, რადგან მასობრივი დანაშაული ნიშნავს ბევრი სამხედრო ოფიცრის მონაწილეობას დანაშაულში და მეორე - რაც დღეს ბრძანა, რომ თურმე ჩვენ ქვეყანაში ინსტრუქტორები არ გვივარგა, არ გვყავს და არავითარი მზადყოფნა არ არის წვრთნებისთვის. იმეცადინოს - შეიარაღებულ ძალებში ჯერ კიდევ არიან დარჩენილი ჭკვიანი ადამიანები, ვისი გაშვებაც ვერ მოასწრო და რომლებიც ეტყვიან, რამდენი წვრთნა ტარდება მუდმივად, პარალელურ რეჟიმში. შემთხვევები ხდება. თავდაცვის სამინისტროს ვალი არის ის, რომ გაარკვიოს, ეს შემთხვევები არის უბედური შემთხვევები თუ ვიღაცის დაუდევრობით გამოწვეული და არა ის, რომ თავდაცვის მინისტრმა წინასწარ რეცეპტები გამოწეროს და ხან მასობრივ დანაშაულზე ილაპარაკოს და ხან იმაზე, რომ საერთოდ ინსტრუქტორები არ გვივარგა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46