თავდაცვის მინისტრმა მარიამობის დღესასწაული ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველ სამხედროებს პირადად მიულოცა

, 28 აგვისტო, 2016 - 11:53

 საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მარიამობის დღესასწაულს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა.

თავდაცვის მინისტრმა საავიაციო ბაზაზე მოქმედ ქართულ ტაძარს მარიამ ღვთისმშობლის ხატი გადასცა საჩუქრად.

"მარიამობას ვულოცავ ჩვენს ჯარისკაცებს ავღანეთში. სიმბოლურია, რომ დღეს აქ ვიმყოფებით და მათთან ერთად იმ ეკლესიაში აღვავლენთ ლოცვას, რომელიც ჯარისკაცების ხელით არის აშენებული. მე დღეს ვნახე, თუ როგორ ლოცავდა მამაო ჩვენს ჯარისკაცებს, როდესაც ისინი ძალიან საპასუხისმგებლო მისიას, კერძოდ, პატრულირებას ახორციელებდნენ. მთელი საქართველო ლოცულობს ამ ბიჭებზე, რომ ისინი მშვიდად, უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ ჩვენს ქვეყანას. ღმერთი იყოს მათი შემწე", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

მარიამობის დღესასწაულს ქართველ სამხედროებთან ერთად ქართული ეკლესიის უცხოელი მრევლიც დაესწრო, მათ შორის, ბოსნიელი სამხედრო მოსამსახურეები. მართლმადიდებლურ დღესასწაულზე ბაგრამის საავიაციო ბაზის ამერიკელი სამხედრო კაპელანიც იმყოფებოდა. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საეკლესიო ღვთისმსახურება 52-ე ბატალიონის სამხედრო კაპელანმა, მამა ზაქარიამ აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეკლესიაში შეკრებილ ქართველ და უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს თბილისიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩატანილი მარიამობის ქადებით გაუმასპინძლდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45