28 აგვისტოს მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა აღინიშნება

ორშაბათი, 28 აგვისტო, 2017 - 00:53

28 აგვისტოს მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა აღინიშნება. მარიამობა - ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების დღესასწაულია და მართლმადიდებელი სამყაროს 12 უდიდეს დღესასწაულთაგანი.

იოანეს სახარების მიხედვით, ჯვარზე გაკრულმა იესო ქრისტემ იოანე მახარებელი ღვთისმშობელს აშვილა. იმ დღიდან მარიამი იოანეს სახლში ცხოვრობდა.“საქმე მოციქულთა“ გვაუწყებს, რომ ღვთისმშობელი ლოცულობდა მოციქულებთან ერთად და სულთმოფენობის დღეს, მათთან ერთად მიიღო სულიწმიდის ნიჭი.

 ღვთისმშობელმა იცოცხლა 72 წელი და გარდაიცვალა, დაახლოებით,ქრისტეს დაბადებიდან 57 წელს, უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ მეჩვიდმეტე წელიწადს, იერუსალიმში, სიონში, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში.

ზუსტად უცნობია, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, მაგრამ ვარაუდობენ, რომ იგი უკვე არსებობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში. ცნობილი საეკლესიო მოღვაწე- ნიკიფორე კალისტოსის ცნობით, მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა მავრიკიოსის (დაახ.539-602) მეფობის დროს,582 წელს დაწესებულა. მაგრამ, ვარაუდობენ, რომ მავრიკიოსის დროს უკვე არსებული დღესასწაულის აღნიშვნა დაკანონდა. ამ ცნობის მიხედვით, 595 წლიდან დღესასწაულის აღნიშვნა დაწესდა 15 აგვისტოს, ამ დღეს მავრიკის სპარსელებზე გამარჯვების აღსანიშნავად. ა

მსოფლიოს მართლმადიდებელი სამყაროს დღესასწაულის მარხვით საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით, მე-10, მე-11 საუკუნეებიდან დაწყებულა. დღეისათვის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაწესებული მარხვა კი - 1166 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე „ძველ განწესებათა თანახმად“ დაკანონებულა.

საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების (მარიამობის) დღესასწაული ოფიციალურ სახელმწიფო დღესასწაულად და  უქმე დღედაა გამოცხადებული

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46