დაკარგული ჯარისკაცების საქმეში დანაშაულის ნიშნები იკვეთება - ლევან იზორია

სამშაბათი, 23 აგვისტო, 2016 - 11:36

 დაკარგული ჯარისკაცების საქმეში დანაშაულის ნიშნები იკვეთება, - ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააკეთა.

ლევან იზორია გამოძიების მიხედვით დადგენილ დამაფიქრებელ გარემოებებზე მიუთითებს, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ ვის ბრალეულობაზეა საუბარი. მინისტრი ფიქრობს, რომ მომხდარ ფაქტში, შესაძლოა, ერთი კონკრეტული პირი არ იყოს დამნაშავე.

"ამ ეტაპზე გარკვეული გარემოებები იკვეთება, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები, იმასაც გამოვრიცხავ გამოვრიცხავ, რომ ერთი პიროვნების დანაშაული იყოს, არამედ უფრო ფართო წრის", - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

გონიოს სანაპიროზე 2 დაკარგული ჯარისკაცის ძებნა, უკვე ერთი კვირაა, უშედეგოდ მიმდინარეობს. საძიებო-სამაშველო ოპერაციებში მე-3 დღეა ჩართულია თურქული სამხედრო ხომალდი. თურქეთის სასაზღვრო ძალების 650 ტონიანი სამძებრო ხომალდი სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი. ხომალდის ეკიპაჟი 41 კაცს შეადგენს და სანავიგაციო რადარით არის აღჭურვილი. თურქული ხომალდი სამძებრო სამუშაოებს დაახლოებით 200 მეტრი სიღრმის და 350 მეტრი მანძილის რადიუსზე აწარმოებს.   დაკარგული ჯარისკაცების სამაშველო ოპერაციაში, ქართული მხარის თხოვნით, ასევე ჩართულია აშშ-ის ევროპული სარდლობა.

სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ- მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ.  16 აგვისტოს, გონიოს სანაპიროზე.საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46