ახალ მატარებელში სიგარეტის მოწევა მატარებელის სხვადასხვა კვანძებს ბლოკავს და მის სრულ გაჩერებას იწვევს

პარასკევი, 19 აგვისტო, 2016 - 20:46

ახალ მატარებელში სიგარეტის მოწევა  ბლოკავს მატარებელის სხვადასხვა კვანძებს და მის სრულ გაჩერებას იწვევს, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

"კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მატარებელში სიგარეტის მოწევა აკრძალულია. ის საფრთხეს უქმნის მატარებლის უსაფრთხოებას. გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ STADLER KISS მატარებელები აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, მაღალმგრძნობიარე სენსორებს ელექტრო სიგარეტის კვამლისა და თამბაქოს ბოლის აღმოჩენისას მოქმედებაში მოჰყავს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, რაც თავის მხრივ ბლოკავს მატარებელის სხვადასხვა კვანძებს და შესაძლოა მისი სრული გაჩერება გამოიწვიოს.

სამწუხაროდ, დღეს ბათუმი-თბილისის ელექტრომატარებლის N803 რეისის შესრულების დროს გამოვლინდა სამი სხვადასხვა ფაქტი, ელექრო სიგარეტისა და თამბაქოს მოხმარების მცდელობამ გათიშა კონდიცირების ქსელი, რასაც მოჰყვა სხვადასხვა სისტემების გათიშვა. მისი აღმოფხვრა მხოლოდ სამტრედიის სადგურში შესვლის შემდგომ გახდა შესაძლებელი. სამწუხაროდ, მგზავრებს შეექმნა დისკომფორტი, რამაც მათი მხრიდან სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია. სამატარებლო ბრიგადამ ყველაფერი გააკეთა მგზავრთა დროული და უსაფრთხო გადაყვანისათვის.

მოგმართავთ თხოვნით, რომ თავი შეიკავოთ მატარებელში თაბაქოსა თუ ე.წ. ელექტრო სიგარეტის მოხმარებისგან!"მ - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41