ყველაზე მეტად იცით რა მინდა? საქართველოში მალე დაბრუნება - გია მაისაშვილი

შაბათი, 20 აგვისტო, 2016 - 11:15

ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე გია მაისაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს. 

"ჩემო ძვირფასებო, აწი მსურს მხოლოდ სულის ამამაღლებელ ამბებზე გწეროთ ხოლმე მოკლე ჩანახატები, სანამ გამომცემლობა და მე შემოგთავაზებთ უჩვეულო წიგნს. დღეს მსურს იცოდეთ ჩემი ცხოვრების ნამდვილი გმირების შესახებ, აი ისეთის დიდი განსაცდელი რომ მოგივლენს. პირველი ჩემი დაა, რმლის გაზრდილიც ვარ და მეორე ჩემი დისშვილი, რომელიც ჩემი გაზრდილია. მათმა ძალისხმევამ და სიბრძნემ სიკვდილს გამომგლიჯეს, მივლიან როგორც თოთო ბავშვს. მესამე ჩემი მეუღლეა რომელიც თბილისიდან ყველაფერს აკეთებს.

ჰიუსტონში კი ორი ყველაზე ახლობელი ოჯახი - ჩემი ზურა ავსაჯანიშვილი , ჩემი ტყუპების ნათლია და ჩემი დის უახლოესი და მისი მეუღლე ეკა. მეორე ოჯახია ჰიუსტონელი კარდიოლოგის ირაკლი გიორგბერიძის ოჯახი. ასევე ჩემი და განსაკუთრებით ჩემი დის უახლოესები. ჩემი სიცოცხლე ამ ორმა ოჯახმა იხსნა და მინდა ქართველობამ ეს იცოდეს. ბოლოს მინდა დავამატო ჩემი მთავარი და ყველაზე ლოიალური მეგობარი, ორგზის მეჯვარე კალოფორნიელი ბობ სპეარსი რომელიც დღეს ჩამოვიდა ჰიუსტონში ერთი კვირით ჩვენთან საყოფნელად. რა ბედნიერებაა რომ კატასტროფაში შენ ასეთი ხალხი გახვევია თავს. რა მადლიერი ვარ, რა ნეტარი მალე, სულ მალე ფეხზე დავდგები ისევ, აწი გაჭირვება უკან დაიწევს მჯერა. შემიძლია ნებისმიერი სირთულის ორგანიზაციისა და მთავრობისადმი დახმარება გარანტირებული შედეგის მისაღებად როგორც მრჩეველმა და მმართველი გუნდის მშენებელმა. უელსში გვეპატიჯებიან ჯანზე რომ მოვალ უარს არ ვეტყვი ნამდვილად.

მაგრამ ყველაზე მეტად იცით რა მინდა? საქართველოში მალე დაბრუნება და ამდენი მხარდამჭერის გაცნობა, დამიძახეთ თქვენი ოჯახების გაცნობა და ჩახუტებამინდა .სადაც ცხოვრობთ იქ-კახეთში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, ბათუმში, სადაც დამპატიჯებთ იქ მოვალ,ამაზე მეტად არაფერი არ მინდა. ისე, ადვილი სტუმრები ვართ მეც და ჩემი ცოლიც, თამუნა თავისი გიტარით მოვა-"ღიმილი მინდა, სხვა არაფერი..."

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი