დაკარგული ჯარისკაცების სამაშველო ოპერაციაში, ქართული მხარის თხოვნით, აშშ-ის ევროპული სარდლობა და თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურია ჩართული

ხუთშაბათი, 18 აგვისტო, 2016 - 15:07

სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო- სამაშველო სამუშაოები შავ ზღვაში ინტენსიურად მიმდინარეობს. სამძებრო ოპერაცია არც ღამით წყდება. ადგილზე მობილიზებულია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ყველა შესაბამისი ქვედანაყოფი. სამძებრო ღონისძიებებში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი.

ქართული მხარის თხოვნით სამხედრო-სამაშველო ოპერაციაში დაუყონებლივ ჩაერთო აშშ-ის ევროპული სარდლობა და თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური. ღონისძიებების განსახორციელებლად თურქეთიდან, დღეს დილის 2 საათზე კიდევ ერთი ხომალდი დაიძრა, რომელიც შესაბამისი პერსონალითაა დაკომპლექტებული და სამძებრო აპარატურითაა აღჭურვილი. გუშინ კი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სანაპირო დაცვის პირველი კატარღა 9-კაციანი ეკიპაჟით შემოვიდა და სამუშაოებში ჩაერთო. 

„ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. თქვენ იცით, რომ მთელი ღამის განმავლობაში, პრაქტიკულად, შეუსვენებლად მუშაობდნენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები. შემდეგ ჩაერთვნენ ასევე, თურქები. კატარღა უკვე შემოვიდა, ხვალ დილას კი ჩვენს ტერიტორიულ წყლებში ყველანაირი თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი თურქული ხომალდიც შემოვა, რათა მეტი ინტენსივობით გაგრძელდეს სამუშაოები. ყველა უწყება, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან ერთად აბსოლუტურად მაქსიმალურად მობილიზებულია, რათა ჩვენს თურქ კოლეგებთან ერთად გავაგრძელოთ ეს სამძებრო სამუშაოები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

სამძებრო სამუშაოები პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი თავდაცვის მინისტრს. ღონისძიებების უშუალოდ გაცნობის მიზნით, ლევან იზორია გუშინ გონიოში გაემგზავრა და პირად შემადგენლობას ახალი მითითებები მისცა. თავდაცვის მინისტრი სამხედროების ოჯახის წევრებსაც შეხვდა და მათ დამხარება აღუთქვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55