ლევან იზორიამ ზაზა თურმანიძე და გიორგი ჭოველიძე დიდგორობაზე მედლებით „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ დააჯილდოვა

პარასკევი, 12 აგვისტო, 2016 - 15:14

ტრადიციული სახალხო დღესასწაულის დიდგორის ბრძოლის 895-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება   საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრნენ.

სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და I ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი.

თავდაცვის მინისტრმა დიდგორის ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძვირფასო საზოგადოებავ, გულით გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღეს. დიდგორობა არის ჩვენი ერის უძლეველობის დღე. ის არის სიმბოლო თავდადების, სიმამაცის, თავგანწირვის, რომელმაც ჩვენ, ქართველები დღემდე მოგვიყვანა. დიდგორობა და დიდგორი არ არის მხოლოდ საქართველოს ისტორია, ის არის ცოცხალი მეხსიერება, ის არის ქართული სულის ენერგია, ის არის ჩვენი მუდმივი მისწრაფება გამარჯვებისკენ. დიდგორში მებრძოლი ქართველები დღესაც იბრძვიან ჩვენს ცნობიერებაში ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. თითოეულ ქართველს დღეს თავისი წილი დიდგორით აქვს გული გამთბარი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პასუხისმგებლობა ღირსეულად ვზიდოთ. დღეს ჩვენი ბრძოლა დაკავშირებულია იმასთან, რომ დავიცვათ ღირსეულად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი საერთაშორისო საზოგადოებაში ღირსეულად. უსაფრთხოება, თავისუფლება, სამართლიანობა ამ ბრძოლის დევიზი რომლის განხორციელებითაც თითოეული მოქალაქოს ღირსეული პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი. საქართველოს ახალი გამარჯვებები გრძელდება, დიდგორის ბრძოლა კვლავ გრძელდება თქვენთან ერთად, ჩვენს პრემიერთან ერთად. ჯერი ახლა ჩვენზეა და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გამარჯვებებს თქვენთან ერთად მივაღწევთ,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

სიტყვის დასასრულს შედგა სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილოდების ცერემონიალი, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მაიორი ზაზა თურმანიძე და სერჟანტი გიორგი ჭოველიძე, დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით  „სიცოცხლის გადარჩენისთვის“. ჯილდოები  მათ ლევან იზორიამ პირადად გადასცა.

დასასრულს გაიმართა ხალხური სიმღერებისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტი, ჩატარდა ასევე შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44