მჯერა, მომავალშიც არაერთხელ გავიმარჯვებთ სხვადასხვა გამოწვევებზე - დიმიტრი ქუმსიშვილი

პარასკევი, 12 აგვისტო, 2016 - 14:19

მე მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს ძალა და უნარი, მომავალშიც არაერთხელ გავიმარჯვოთ სხვადასხვა გამოწვევებზე, - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა „დიდგორობის“ დღესასწაულზე დამსწრე ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა დღევანდელი დღე მთელს საქართველოს მივულოცო. საქართველოსთვის დიდგორობა ყოველთვის იყო და რჩება გამარჯვების დღედ. ეს არის დღე, როდესაც ქართველმა კაცმა გამოავლინა თავისი სიმამაცე, შეიკრა ერთ მუშტად და გაიმარჯვა მასზე უზომოდ დიდ ძალაზე. მე მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს ძალა და უნარი, მომავალშიც არაერთხელ გავიმარჯვოთ სხვადასხვა გამოწვევებზე - შეიძლება ეს არ იყოს ხელჩართული ბრძოლა, მაგრამ ყოველთვის არის გამოწვევა, რომელსაც სჭირდება ერის გაერთიანება“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი „დიდგორობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

ტრადიციულად, დიდგორის მემორიალთან, სახალხო ზეიმის ფარგლებში კონცერტი, ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრალიზებული წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, დოღი, ტურნირი ჭიდაობასა და მკლავჭიდში და სხვა ღონისძიებები გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45