წყალმომარაგება შესაძლოა გარკვეული პერიოდით შეიზღუდოს - ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი’’ განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 27 ივლისი, 2016 - 14:19

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი’’ განცხადებას ავრცელებს.

"ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური თბილისის ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოები ამ დროისთვის მთაწმინდისა და ვაკე-საბურთალოს რაიონში, ბარნოვისა და ნუცუბიძის ქუჩებზე მიმდინარეობს და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

არის შემთხვევები, რეაბილიტაციის პროცესში, ქუჩებზე გათხრითი სამუშაოების წარმოებისას, რელიეფის სირთულის გამო ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები ზიანდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საავარიო სამსახური მობილიზებულია მსგავს შემთხვევებზე რეაგირებისთვის, რათა დაზიანების ლიკვიდირება უმოკლეს ვადებში მოახდინოს. სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოებისას, წყალმომარაგება შესაძლოა გარკვეული პერიოდით შეიზღუდოს, რისთვისაც კომპანია წინასწარ გიხდით ბოდიშს. იმ აბონენტებს, რომლებსაც აღნიშნული სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეუწყდება, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ინფორმაციას წინასწარ, სმს შეატყობინების სახით მიაწოდებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45