NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს

ოთხშაბათი, 27 ივლისი, 2016 - 14:07

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს, რომლის ფარგლებშიც,  8 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით 4113 ადამიანი გამოიკითხა.  კვლევები შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსდა და ჩატარდა CRRC-საქართველოს მიერ.

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, 29%  რუსეთისგან მეტი სარგებლის მიღებას ელის.

კითხვას - მისაღებია თუ არა, საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 72% -მა დადებითად უპასუხა. გამოკითხულთა 16%-სთვის ევროკავშირის წევრობა მიუღებელია. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევების თანახმად, დადგინდა, რომ ახალგაზრდები ევროკავშირში გაწევრიანებას მეტად უჭერენ მხარს.

კითხვაზე - თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, გამოკითხულთა 63%-მა უარყოფითად უპასუხა, ხოლო 36%-მა დადებითად. კვლევის პასუხები ასაკობრივი დაყოფის მიხედვითაც არის მოცემული. დაუსაქმებლად თვლის თავს 18-35 ასაკობრივ ჯგუფში მყოფთა 67%,  36-55 ასაკობრივ ჯგუფში მყოფთა 51%, ხოლო 56 წელს ზემოთ მყოფთა 75%. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მამაკაცთან შედარებით უფრო მეტი დაუსაქმებელი ქალია.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ფიქრობს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუარესდა არის, 51% -ის  მდგომარება არ შეცვლილა, ხოლო 17% - უკეთესად არის.

გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ ეს ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს, 41% კი პირიქით თვლის.

 

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43