დღეს იგივე მტერს ვებრძვით, რომელსაც 2012 წელს ვებრძოდით - ლალი მოროშკინა

ხუთშაბათი, 14 ივლისი, 2016 - 18:04

დღეს იგივე მტერს ვებრძვით, რომელსაც 2012 წელს ვებრძოდით, - აცხადებს „ჯეონიუსთან“ საუბრისას "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრი ლალი მოროშკინა და ეროვნულ ძალებს გაერთიანებისკენ და ოცნების გვერდით დგომისკენ მოუწოდებს.

ლალი მოროშკინას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში ტოტალურ დამარცხებას არ შეურიგდება და საარჩევნო უბნებზე დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს.

„ცხადი ხდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნოდ დესტაბილიზაციას გეგმავს, ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ არ შეეგუებიან არასწორ ციფრებს, რომელსაც ოცნება დადებს. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ პროვოკაციებისთვის ემზადებიან. ახლა არეულობის დრო არ არის, უნდა გავერთიანდეთ ჯანსაღი ძალები და დავიცვათ ქვეყნის ინტერესები“, - აცხადებს მოროშკინა.

მოროშკინა საპაარლამენტო არჩევნებზე კორცხელის ინციდენტის შემთხვევის გამეორებას არ გამორიცხავს და საარჩევნო უბნებზე, ოპოზიციისგან სრულ მობილიზაციას ითხოვს.

„ვხედავ, რომ სუსი და შინაგან საქმეთა სამინისტრო პროვოკაციის გამკლავებას ვერ შეძლებენ, ამის მაგალითია კორცხელის ინცინდენტი, ამიტომ ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენთან ერთად საარჩევნო უბნებზე იდგება, როგორც თითო ჯარისკაცი, დაპირისპირებას მაქსიმალურად თავიდან ავიცილებთ“, - აცხადებს მოროშკინა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.1
  • 3.53
  • 0.04
  • 0.47
  • 1.58