თურქეთთან თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა, თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა - პრემიერი

სამშაბათი, 19 ივლისი, 2016 - 22:32

თურქეთთან ჩვენი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა, პრინციპულად, თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თურქეთში ოფიციალური ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა.

უპრეცედენტოდ წარმატებული ვიზიტი - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანკარაში გამართული პოზიტიური შეხვედრები, რომლებზეც საქართვლოს ხელისუფლებამ თურქეთში დემოკრატიისა და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა გამოხატა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს დელეგაცია თურქეთიდან ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი შედეგებით დაბრუნდა.

„ხელი მოეწერა ხუთ ხელშეკრულებას და დეკლარაციას, რომლითაც სტრატეგიული თანამშრომლობის ერთობლივი საბჭო დავაფუძნეთ. დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი რთული თემები, როგორიცაა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების მოლაპარაკების გახსნა და იმ პროდუქციის ჩამონათვალის გაფართოება, რომელიც შეიძლება, საქართველოდან თურქეთის ბაზარზე შევიდეს. ეს არის ძალიან დიდი რამ საქართველოში წარმოებისთვის. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ გაიხსნება კიდევ ახალი მოლაპარაკება ქართული პროდუქციის თურქულ ბაზარზე შეტანისათვის. დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი მტკივნეული თემები, როგორიც იყო მაგალითად, მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობა და ახლიდან იქნება მოლაპარაკებული, კვლევებზე დაყრდნობით, ისეთი ლოკაცია, რომელიც გარემოს არ დააზიანებს და მოიხსნება ის შეშფოთებები, რომელიც არის დღეს საზოგადოებაში. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ქართველი პრობაციონერები პრობაციას გაივლიან საქართველოში და პირიქით. ეს არის მართლაც ძალიან დიდი შეთანხმება. მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ ჩვენი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა, პრინციპულად, თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა და ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი პოზიტიური შეხვედრა შედგა გუშინ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი