3 ივლისს 7-დან 14 საათამდე თამარაშვილის ქუჩა გადაიკეტება

პარასკევი, 01 ივლისი, 2016 - 13:16

3 ივლისს, 07:00-დან 14:00-მდე, უნივერსიტეტის ქუჩის კუთხიდან „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურამდე თამარაშვილის ქუჩა დაიკეტება. აღნიშნულ ტერიტორიაზე გაიმართება ავტორბოლა. შესაბამისად, შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი.

კერძოდ, ვაკიდან მეტრო „დელისისკენ“ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები თამარაშვილის ქუჩიდან გადაუხვევს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, მობრუნდება ხიდზე, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გავლით გავა ვაჟა ფშაველას გამზირზე და გააგრძელებს გზას დადგენილი მარშრუტით. მეტრო „დელისიდან“ ვაკის მიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თამარაშვილის ქუჩიდან ჩავა ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილზე, შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და გურამ ავალიშვილის ქუჩების გავლით მოხვდება ჭავჭავაძის გამზირზე და მობრუნდება ვაკის პარკთან.

განსხვავებული მარშრუტი ექნება N140 ავტობუსს - ქავთარაძის ქუჩიდან, ყაზბეგის გამზირის, პეკინისა და კოსტავას ქუჩების გავლით, გადაადგილდება ვარაზისხევისკენ, მელიქიშვილის გამზირიდან კი გზას ჩვეული მარშრუტით განაგრძობს, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39