შსს მომსახურების სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლების მქონე ორი მოქალაქე დასაქმდა

სამშაბათი, 14 ივნისი, 2016 - 18:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლების მქონე ორი მოქალაქე დასაქმდა. სააგენტოს გუნდის ახალ წევრებს ქუთაისსა და რუსთავში მომსახურების სააგენტოს დირექტორმა დათო ნიკოლეიშვილმა უმასპინძლა. მან თანამშრომლებს სამუშაო გარემო და გუნდი პირადად გააცნო. ახალი თანამშრომლები სარეგისტრაციო განყოფილებასა და სატელეფონო სერვისის სამსახურში დასაქმდნენ.

მომსახურების სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებისთვის ადაპტირებული სამუშაო გარემო რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულში შეიქმნა. მიმდინარეობს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების ადაპტირებაც, რომლითაც სამომავლოდ თანამშრომელთა ტრანსპორტირება გახდება შესაძლებელი. გარდა ამისა, სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულში შშმ პირებისთვის მოწყობილია შესაბამისის გარემო და ინფრასტრუქტურა სხვადასხვა სერვისების მისაღებად.

აღნიშნული სოციალური პროექტის მიზანია, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის და მათი შესაძლებლობების რეალიზაციის ხელშეწყობა. შსს-ს მომსახურების სააგენტოში შშმ პირების ადაპტირების სტიმულირებისთვის არაერთი მსგავსი პროექტია დაგეგმილი. წლის ბოლომდე ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება, რომელიც ჟესტების ენით მოქალაქეების მომსახურებას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45