სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეში მხოლოდ 2 ხარვეზი დაადგინა, რომელიც მის ბრალეულობას არ უარყოფს - ირაკლი კობახიძე

სამშაბათი, 14 ივნისი, 2016 - 18:46

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ნაციონალური მოძრაობა სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და იქვე აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერია.

„სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაში სიტყვასიტყვით არის აღნიშნული, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა არის კანონიერი და დასაბუთებული“, - აცხადებს კობახიძე.

 კობახიძის თქმით,  სასამართლომ ივანე მერაბიშვილის სარჩელი ძირითად ნაწილში უსაფუძვლოდ ცნო და დაადგინა მხოლოდ 2 ხარვეზი, რომელიც არ არის მერაბიშვილის არც წინასწარი პატიმრობის უკანონობის დადგენის და, მით უმეტეს, არც მისი ბრალეულობის უარყოფის საფუძველი. მისივე თქმით, დღეს ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არაერთგზის გავრცელდა ცრუ ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„უნდა აღინიშნოს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობასა და ამ პერიოდში მერაბიშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელა. სასამართლოს კითხვები არ აქვს მერაბიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება არავითარი ფორმით არ ცვლის მერაბიშვილის სამართლებრივ მდგომარეობას. სასამართლომ მერაბიშვილის სარჩელი ძირითად ნაწილში უსაფუძვლოდ სცნო და დაადგინა მხოლოდ ორი ხარვეზი, რომელიც არ არის ივანე მერაბიშვილის არც წინასწარი პატიმრობის უკანონობის დადგენის და არც მისი ბრალეულობის უარყოფის საფუძველი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.82
  • 3.1
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39