ლუდის მოხმარება გულის დაავადებისაგან დაგიცავთ - იტალიელი მეცნიერები

ოთხშაბათი, 11 მაისი, 2016 - 16:25

 ლუდის ყოველდღიური მოხმარება გულის დაავადებისაგან დაგიცავთ, -  ასეთ დასკვნებს ხმელთაშუა ზღვის ნევროლოგიის ინსტიტუტის იტალიელი მეცნიერები აკეთებენ.

 ანგარიში, რომელიც  150 სხვადასხვა კვლევების  გაანალიზების შედეგად შეადგინეს, სამედიცინო ჟურნალში Nutrition, Metabolism & Cardiovascular Diseases  გამოქვეყნდა.

დღეში  პატარა ქილით, დაახლოებით 330 მლ  ლუდის მიღება  25%-თ ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ნაკლებად სავარაუდოა, ამავე  რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ  რაიმე ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას. ლუდს გულსისხლძარღვთა სისტემის მიმართ იგივე დადებითი ეფექტი გააჩნია, როგორიც ღვინოს, მას შეუძლია დაარეგულიროს ქოლესტერინის დონე სისხლში.

მეცნიერთა თქმით,  ლუდი შეიცავს სასარგებლო ქიმიურ ელემენტებს, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე.  გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც ადამიანი დამოკიდებულია ალკოჰოლზე ან  კიბოს მაღალი რისკის მატარებლები არიან.

მეცნიერები იქვე გაფრთხილებას იძლევიან, რომ  ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება ორგანოების განადგურებას იწვევს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61