კაცობრიობისთვის 7 რეალური საფრთხე, რომელსაც მოსახლეობა არ იჯერებს

შაბათი, 30 აპრილი, 2016 - 22:34

მეცნიერები კაცობრიობისთვის 7 რეალურ საფრთხეს ასახელებენ, რომლისაც დღეს ბევრს არ სჯერა,–  წერს Vladtaym–ი.

1) ნანოტექნოლოგია - 21-ე საუკუნეში შეიძლება ეს რევოლუციური აღმოჩენა გახდეს, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ცხოვრებაზე. თუმცა აღმოჩნდებიან ისეთებიც, რომლებიც მას დაავადების ან საშინელ იარაღად გამოუყენებენ.

2) ხელოვნური ინტელექტი - სტივენ ჰოკინგი მიიჩნევს, რომ მომდევნო ასი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი ადამიანის გონებას კონკურენციას გაუწევს, ხოლო მანქანების გონების გამოყენების შემთხვევაში, კატასტროფის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება.

3) რობოტები - დღეს უკვე შექმნილია რობოტები, რომლებიც კონკრეტულ ბრძანებებს ასრულებენ, ხოლო მომავალში ისინი  წარმოების განუყოფელი ნაწილები გახდებიან, მაგრამ, როდესაც მანქანა მიხვდება, რომ ადამიანს აჯობა და მონის სტატუსში იმყოფება, შესაძლოა აჯანყება მოხდეს, რომელშიც ადამიანების გამარჯვების ალბათობა ძალიან დაბალია.

4) გლობალური პანდემია - ბუნებას აღარ შეუძლია გამოიწვიოს  ისეთი დაავადებები, რომელსაც შეუძლია  მილიონობით ადამიანის განადგურება, მაგრამ დიდ ქალაქებში გავრცელებულ ახალ ვირუსებთან მედიკამენტებით მკურნალობას შედეგი არ ექნება.

5) ბირთვული ჰოლოკოსტი - დღესდღეობით მსოფლიოში ცხრა ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი. მისი აფეთქება კი გამოიწვევს მის გარშემო ყველაფრის განადგურებას, ატმოსფეროში მოხვედრილი ნამწვი და ფერფლი დედამიწამდე მზის სხივებს არ გამოუშვებს.

6) რესურსების მარაგის ამოწურვა - როდესაც ნავთობის მარაგი ამოიწურება, უფრო ძლიერი ქვეყნები"შავი ოქროს"  წართმევას სუსტებისგან ეცდებიან, რასაც შედეგად ომი მოჰყვება.

7) მაგნიტური ქარიშხლები - მათი პროგნოზირება შეუძლებელია, წლის განმავლობაში მზეზე დაახლოებით ასჯერ ხდება ამოფრქვევა, რაც დედამიწაზე მაგნიტურ ქარიშხალს იწვევს. სუპერშტორმს კი  შეუძლია მსოფლიოში  ყველა ელექტროტექნიკა გამორთოს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45