ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება – ორი ბიზნესმენის მკვლელობას ვხედავ

ორშაბათი, 25 აპრილი, 2016 - 11:32

 ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას თქმით, საქართველოში კიდევ ორ ბიზნესმენს მოკლავენ. ამის შესახებ ლელა კაკულიამ ექსკლუზიურად ,,პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ლელა კაკულიას თქმით, ეს ბიზნესმენები საკმაოდ წარმატებულები არიან და მათ ყველა იცნობს.

,, კიდევ ორი ბიზნესმენის მკვლელობას ვხედავ. ისინი ცნობილები და წარმატებულები არიან. მე მათი სახელებიც ვიცი და ყველაფერი, მაგრამ ამას ასე საჯაროდ არ ვამბობ. ზოგადად, საქართველოში ბევრ ახალ ბიზნესს ვხედავ. ახალგაზრდა ბიზნესმენები ჩააჩოჩებენ ძველ ბიზნესმენებს, რადგან მათ უცხოელ კოლეგებთან ექნებათ კავშირი და უფრო მეტი გამოცდილებით მოვლენ. ვხედავ სასმელების, ლიმონათისა და ლუდის ახალ ძლიერ ბიზნესს”, – ამბობს ლელა კაკულია.

წყარო

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61